Skip to main content

ᲚᲐᲓᲝ ᲯᲐᲕᲐᲮᲘᲨᲕᲘᲚᲘ

ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲜᲓᲝ ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲛᲠᲩᲔᲕᲔᲚᲘ

ლადო ჯავახიშვილი არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, რომლის პროფესიული პორტფოლიო აერთიანებს როგორც მრავალმხრივ საადვოკატო გამოცდილებას, ასევე დასავლურ აკადემიურ განათლებასა და მართლმსაჯულების სისტემის მართვის უნიკალურ გამოცდილებას.


13 წლის განმავლობაში მისი კარიერა მოიცავს როგორც კერძო საადვოკატო პრაქტიკას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს კორპორაციებთან და საჯარო სამსახურის საშუალო და მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობას. ეს მრავალმხრივი გამოცდილება მას აძლევს შესაძლებლობას, ზუსტად გათვალოს მოწინააღმდეგე მხარის ნაბიჯები და შესთავაზოს კლიენტს არა სტანდარტული, არამედ სტრატეგიულ ხედვაზე დაფუძნებული დაცვს გეგმა.

განათლება

  • სამართლის მაგისტრი (LL.M.) - ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ, 2024–2025.
  • საჯარო მმართველობის მაგისტრი (MPA) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, გერმანია 2016–2019.
  • სამართლის მაგისტრი (LL.M.) - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), საქართველო, 2014–2016.
  • სამართლის ბაკალავრი (LL.B.) - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), საქართველო, 2010–2014.


სპეციალიზებული კურსები

  • სამშენებლო სამართალი - ქართულ-გერმანული სამართლის ინსტიტუტი, საქართველო, 2025-2026
  • ევროკავშირის სამართლი და ეკონომიკა - რიგის სამართლის უმაღლესი სკოლა, ლატვია, 2023.
  • საჯარო პოლიტიკა და დემოკრატიზაცია - ზიგენის უნივერსიტეტი, გერმანია, 2017.

სამუშაო გამოცდილება

  • კერძო საადვოკატო პრაქტიკა (ადვოკატი) - საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; ფიზიკური და იურიდიული პირების წარმომადგენლობა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებში (2022–დღემდე).
  • საერთაშორისო/ეროვნული კონსულტანტი და სამართლის ექსპერტი - სახალხო დამცველის აპარატი, ევროპის საბჭო (CoE), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ციხის საერთაშორისო რეფორმა (PRI), ვორლდ ვიჟენ ინტერნეიშენალ (World Vision International), პროექტი ჰარმონია (PH International) და სხვა; (2021–2024).
  • პრობაციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების ეროვნული სააგენტო (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო)- დირექტორის მოადგილე; (2020–2021).
  • დანაშაულის პრევენციის ცენტრი (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) - დირექტორი; (2018–2021).
  • დანაშაულის პრევენციის ცენტრი (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) - განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი; (2017–2018).
  • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) - მოწვეული ტრენერი; (2014-2021).
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მოწვეული ლექტორი (დანაშაულის პრევენციის პრაქტიკული კლინიკის ხელმძღვანელი); (2014–2019).
  • დანაშაულის პრევენციის ცენტრი (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) - პროგრამების მენეჯერი; (2014–2017).
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ანალიტიკური დეპარტამენტი - სასამართლო პრაქტიკის მკვლევარი; (2012–2013).

აკადემიური საქმიანობა

ლადოს მრავალწლიანი საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართლებრივ კვლევებსა და სარედაქციო საქმიანობასთან. მისი ავტორობითა და მონაწილეობით მომზადებულია არაერთი კვლევა, საკანონმდებლო რეკომენდაცია, სახელმძღვანელო დოკუმენტი, სტატია და სატრენინგო მასალა.


სტიპენდიები და ჯილდოები

ლადოს როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული კარიერის ფარგლებში მიღებული აქვს არაერთი სტიპენდია, კვლევითი გრანტი და ჯილდო, მათ შორის ამერიკის მთავრობის და ევროკავშირის სასწავლო და კვლევითი სტიპენდიები, ფულბრაიტის (Fulbright) და ერასმუსის (Erasmus) სტიპენდიები, ევროკავშირის და იუსტიციის სამინისტროს სპეციალური ჯილდო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი წვლილისათვის და სხვა.

პროფესიული წევრობა

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA) - წევრი, საერთო სპეცალიზაცია.
  • ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია (ABA) - წევრი
  • აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმი - წევრი


ენები

  • ქართული - მშობლიური.
  • ინგლისური - C1 (თავისუფალად).
  • რუსული - B2 (პროფესიულად).

ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ