Skip to main content

სისხლის სამართლის საქმესთან შეხება, თუნდაც მოწმის სტატუსით, დიდ სტრესთან და გაურკვევლობასთანაა დაკავშირებული. ასეთ დროს გადამწყვეტია დროული იურიდიული ჩარევა - ზოგჯერ რამდენიმე წუთიც კი კრიტიკულია, განსაკუთრებით დაკავებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შეგიმსუბუქოთ მართლმსაჯულების სისტემასთან ურთიერთობის სტრესი და შევიმუშაოთ სტრატეგია, რომელიც რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.


გთავაზობთ სრულ წარმომადგენლობას:

  • პოლიცია და გამოძიება: დაცვა გამოკითხვის, ჩხრეკის, ამოღების, ბრალის წარდგენისა და დაკავების დროს;
  • დაკავება და პატიმრობა: ვიზიტი დროებითი მოთავსების იზოლატორსა და პენიტენციურ დაწესებულებაში;
  • სასამართლო პროცესები: პირველი წარდგენის სხდომა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება/გადასინჯვა, წინასასამართლო და არსებითი განხილვები;
  • მოლაპარაკება ბრალდების მხარესთან: საპროცესო შეთანხმების გაფორმება სასურველი პირობით;
  • გასაჩივრება: განაჩენის გასაჩივრება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში.


სასურველი შედეგის მისაღწევად, ჩვენ არა მხოლოდ დეტალურად ვსწავლობთ საქმის მასალებს ბრალდების მხარის იურიდული და ფაქტობრივი უსწორობების გამოსავლენად, არამედ უზრუნველვყოფთ დაცვის მხარის მიერ გამოძების ჩატარებას, ბრალდებულის სასარგებლო მტკიცებულებების მოპოვებასა და სასამართლოში წარდგენას.


ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს!

 სისხლის სამართალში თითოეულ წუთს და საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

დაგვიკავშირდით კონსულტაციისათვის და ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ თქვენი უფლებების დაცვას!


თანამედროვე სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ხშირად საჯარო ინტერესზეა ორიენტირებული და ინდივიდუალური დაზარალებულის უფლებები ყურადღების მიღმა რჩება. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ სისხლის სამართლის პროცესის ცენტრალური ფიგურა სწორედ დაზარალებული და მისი ინტერესები უნდა იყოს.


თუკი თქვენ გახდით დანაშაულის მსხვერპლი, თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ინფორმირებული გამოძიებისა და სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, გაეცნოთ და გადაიღოთ საქმის მასალების ასლები, მოითხოვოთ სამართლიანობის აღდენა და მიიღოთ კომპენსაცია მიყენებული ზიანისათვის. ამ პროცესში დაზარალებულის ადვოკატის, მიზანია, რომ თქვენი ხმა ისმოდეს ხმამაღლა და მკაფიოდ.


ჩვენ გთავაზობთ დაზარალებულის ინტერესების დაცვას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე - დაწყებული დაზარალებულად ცნობიდან, გაგრძელებული თქვენი ინტერესების დაცვით გამოძიებისა და სასამართლოს განხილვის ეტაპზე და დამთავრებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სამოქალაქო სამართალწარმოებით. ხოლო, უკანონო მსჯავრდებისა და სამართლწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე, დავიცავთ თქვენს უფლებებსა და ინტერესებს შესაბამის საგამოძიებო უწყებებში და უზრუნველვყოფთ ზიანის ანაზღაურების მაქსიმალური კომპენსაციის მოპოვებას.


ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • სტატუსის მოპოვება: დაზარალებულად ცნობის პროცესში სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • ინფორმაციის მიღება: საქმის მასალების გაცნობა, ასლების გადაღება, გამოძიების მიმდინარეობის და სასამართლო განხილვის პროცესის კონტროლი;
  • გასაჩივრება: პროკურორის ზოგიერთი გადაწყვეტილების გასაჩივრება;
  • ზიანის ანაზღაურება: სამოქალაქო სარჩელის მომზადება მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით;
  • სასამართლო წარმომადგენლობა: სასამართლო პროცესზე თქვენი პოზიციის დაცვა;


ნუ იქნებით მხოლოდ პასიური დამკვირვებელი!

მოგვმართეთ დღესვე, რათა აღვადგინოთ სამართლიანობა და ერთად დავიცვათ თქვენი უფლებები! 


ბავშვის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში (იქნება ეს ბრალდებულის, დაზარალებულის თუ მოწმის სტატუსი) მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნასა და მიდგომას. აქ უმთავრესი მიზანია არა მხოლოდ იურიდიული დაცვა, არამედ მოზარდის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაფრთხილება და მისი მომავლის გადარჩენა. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, რათა დავიცვათ ბავშვის ინტერესები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის სპეციალური სტანდარტების შესაბამისად.


ჩვენი დახმარება გულისხმობს:

  • პრიორიტეტული დაცვა: დაკავების პირველივე წუთებიდან კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ბავშვის ინტერესების დაცვა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე;
  • ალტერნატიული ზომები: ადვოკატირება ტრადიციული მართლმსაჯულების სისტემის ნაცვლად განრიდების ან/და მედიაციის გამოყენების მიზნით;
  • სპეციფიკური მიდგომა: არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის ინტერების განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით დაცვა გამოკითხვის/დაკითხვის დროს და ფსიქოლოგიური ტრამვის თავიდან აცილება.

სისხლის სამართალში უფლებების დაცვა მხოლოდ გამოძიების და სასამართლო განხილვის ეტაპზე არ არის საკმარისი. განაჩენის გამოტანის და სასჯელის დანიშვნის შემდეგაც, ბრძოლა გრძელდება. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ სასჯელის მოხდის პროცესში თქვენი უფლებების დაცვაში და კანონით გათვალისწინებული შეღავათების მიღებაში.


ჩვენი სერვისები:

  • პრობაცია: პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისათვის მიმართვა და გადაწყვეტილების გასაჩივრება;
  • სასჯელის შეცვლა და გადავადება: დარჩენილი სასჯელის გადავადება და უფრო მსუბუქი სახით შეცვლა (მაგ: პირობითი მსჯავრი, შინაპატიმრობა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და სხვ.);
  • პენიტენციურ სისტემაში უფლებების დაცვა: საჭირო სამედიცინო სერვისების მიღებაში, ციხეში არსებული პირობების ან ადმინისტრაციის ქმედებების გასაჩივრებაში, სხვა დაწესებულებაში გადაყვანაში და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში იურიდიული მხარდაჭერა.

სამოქალაქო სამართალი იურიდიულ სექტორში ერთ-ერთი ყველაზე ფართო და კომპლექსური სფეროა, რომელიც არეგულირებს თქვენს ქონებრივ, ფინანსურ და პირად ურთიერთობებს. იგი მოიცავს სანივთო, ვალდებულებით, ინტელექტუალური საკუთრების, საოჯახო, მემკვიდრეობითი და სხვა სამართლის დარგებს. მართალია ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად შევდივართ სხვა და სხვა გარიგებებში, თუმცა ზოგჯერ ერთმა არასწორად შედგენილმა ხელშეკრულებამ ან გაუაზრებლად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს დიდი ფინანსური ზარალი. ჩვენი მიზანია, თავიდან აგაცილოთ ეს რისკები, ხოლო უკვე არსებული დავის შემთხვევაში - მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი და იგი თქვენთვის სასარგებლო შედეგით დავასრულოთ. 


ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას სამოქალაქო სამართლის ყველა მიმართულებით:

  • იურიდიული კონსულტაცია: საქმის მასალების შესწავლა, სამართლებრივი ანალიზი და პერსპექტივის შეფასება;
  • საპროცესო დოკუმენტების მომზადება: სარჩელის, შესაგებელის, შეგებებული სარჩელისა და შუამდგომლობების შედგენა;
  • სასამართლო წარმომადგენლობა: კლიენტის ინტერესების დაცვა და ადვოკატირება სასამართლოს ყველა (პირველი, სააპელაციო, საკასაციო) ინსტანციაში;
  • მოლაპარაკების წარმოება: კომუნიკაცია მოწინააღმდეგე მხარესთან დავის სასამართლოს გარეშე (მორიგებით) დასრულების მიზნით;
  • ხელშეკრულებების შედგენა: ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულების (ნასყიდობა, იჯარა, სესხი და ა.შ.) მომზადება კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით;
  • სამართლებრივი ექსპერტიზა: ხელშეკრულების ხელმოწერამდე მასში არსებული რისკებისა და საფრთხეების გამოვლენა;
  • მტკიცებულებების მოპოვება: ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან;
  • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში: კლიენტის ინტერესების დაცვა საჯარო რეესტრში, ნოტარიუსთან, ადგილობრივ მულიციპალიტეტებში, სხვა საჯარო დაწესებულებებში და სახელმწიფო უწყებებში;
  • სააღსრულებო წარმოება: წარმომადგენლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა;
  • სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები: ყადაღისა და სხვა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისა და მათგან გათავისუფლების შესახებ შუალდგომლობის მომზადება
  • საკონსტიტუციო დავა: საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება და წარდგენა;


ჩვენი სერვისები მოიცავს სამოქალაქო სამართლის შემდეგ სფეროებს:

  • უძრავი ქონება და სანივთო სამართალი

სრული იურიდიული მომსახურება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: იქნება ეს საკუთრების რეგისტრაცია/ლეგალიზაცია, სამეზობლო დაავების მოგვარება თუ დავები უკანონო მფლობელობასა და სარგებლობაზე.

  • საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი

ოჯახური და მემკვიდრეობითი ინტერესების დაცვა: განქორწინება და ქონების გაყოფა, ბავშვის უფლებები და ალიმენტი, სამკვიდროს მიღება და ანდერძთან დაკავშირებული დავების წარმოება.

  • სახელშეკრულებო და ვალდებულებითი დავები

ფინანსური და სახელშეკრულებო ინტერესების დაცვა: ხელშეკრულების პირობების დარღვევა, ვალების ამოეღბა, ზიანის ანაზღაურება (მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევებისას) და საბანკო/სადაზღვევო დავები.

  • შრომითი და ბიზნეს სამართალი

ბიზნესისა და დასაქმებულის უფლებები: სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება, კომპენსაციის მიღება, შრომითი ხელშეკრულებების რევიზია და კორპორატიული (ბიზნეს) დავების მოგვარება.

  • სასამართლო და სააღსრულებო წარმოება

სრული წარმომადგენლობა მართლმსაჯულების პროცესში: სარჩელების მომზადება და დაცვა სასამართლოს ყველა ინსტანციაში, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა


ნუ დაელოდებით პრობლემის გამწვავებას !

სამოქალაქო დაავებში ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ვადებს აქვს. დროული იურიდიული ჩარევა თავიდან აგაცილებთ დიდ ფინანსურ ხარჯებს და რთულ სასამართლო პროცესებს.

მოგვმართეთ დღესვე და მიიღეთ პასუხები თქვენს კითხვებზე.


საოჯახო და მემკვიდრეობითი დავები სამართლის ყველაზე სენსიტიური ნაწილია. აქ საქმე ეხება არა მხოლოდ კანონს, არამედ ემოციურ ურთიერთობებს, ბავშვების მომავალს და ოჯახური ქონების ბედს. ჩვენი მიზანია, ეს რთული პროცესი თქვენთვის მაქსიმალურად უმტკივნეულო და, რაც მთავარია, სამართლიანი შედეგით დასრულდეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რთული განქორწინების და მემკვიდრეობის დავები ისე წარვმართოთ, რომ დაცული იყოს თქვენი ფინანსური სტაბილურობა, პირადი ღირსება და ბავშვის საუკეთესო ინტერესები.


ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • განქორწინება და ქონების გაყოფა: განქორწინების პროცესის წარმართვა როგორც სასამართლოში, ისე მის გარეშე. თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილი ქონების (უძრავი/მოძრავი ქონება, ბიზნეს-წილები და ა.შ.) იდენტიფიკაცია და სამართლიანი განაწილება.
  • ბავშვის უფლებები: ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მეორე მშობლისთვის ნახვის გრაფიკის დადგენა. ჩვენ ვიცავთ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რათა მას ჰქონდეს მშვიდ და სტაბილურ გარემოში ცხოვრების უფლება.
  • ალიმენტი: ბავშვის ან შრომისუუნარო მეუღლის რჩენისთვის ალიმენტის დაკისრება. ასევე, უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა ან შემცირება შეცვლილი გარემოებების (შემოსავლის ზრდა/კლება) საფუძველზე.
  • მემკვიდრეობის მიღება: სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი პროცედურების გავლა ნოტარიუსთან. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა სასამართლო წესით.
  • სამკვიდრო დავები: კანონით დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მისი აღდგენა. სავალდებულო წილის მიღება. ანდერძის გასაჩივრება (ბათილად ცნობა). უღირსი მემკვიდრისთვის სამკვიდრო წილის ჩამორთმევა და სხვა.


ნუ გარისკავთ თქვენი და თქვენი შვილების მომავლს და ნუ შექმნით თქვენი კუთვნილი ქონების დაკარგვის რისკს.

განქორწინების და მემკვიდრეობის დავები ემოციურად რთულია,

მაგრამ ჩვენ დაგეხმარებით მის ღირსეულად დასრულებაში.

ნუ დაელოდებით, სანამ მოწინააღმდეგე მხარე იპოვის ადვოკატს.

დაიცავით თქვენი ინტერესები დღესვე.


შრომითი ურთიერთობების დროს, დამსაქმებელი ხშირად სარგებლობს მისი დომინანტური მდგომარეობით, თუმცა საქართველოს შრომის კოდექსი და სასამართლო პრაქტიკა დასაქმებულს მნიშვნელოვან დაცვის მექანიზმებს სთავაზობს. თუ თქვენ გაგათავისუფლეს სამსახურიდან უკანონოდ, არ გადაგიხადეს კუთვნილი ანაზღაურება ან დაირღვა თქვენი უფლებები, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ სამართლიანობის აღდგენა და კომპენსაცია, ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით. 


ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება: გათავისუფლების ბრძანების ან/და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრება სასამართლოში. ჩვენ მოვითხოვთ სამსახურში აღდგენას, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას ან კომპენსაციის გადახდას.
  • განაცდურის ანაზღაურება: თუ სასამართლო დაადგენს უკანონო გათავისუფლებას, დამსაქმებელს დაეკისრება იძულებით განაცდური დროის (გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილებამდე პერიოდის) სრული ანაზღაურება და დამატებითი კომპენსაცია.
  • ხელფასი და დანამატები: აუნაზღაურებელი შრომის, ზეგანაკუთური სამუშაო საათებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნა.
  • დისკრიმინაცია და შევიწროება: შრომითი დისკრიმინაციის (სქესის, ასაკის, შეხედულებების და სხვა ნიშნით) და შევიწროების ფაქტებზე დავების წარმოება და ზიანის ანაზღაურება.
  • ხელშეკრულების რევიზია: შრომითი ხელშეკრულების პირობების ანალიზი ხელმოწერამდე, რათა თავიდან აიცილოთ მომავალში თქვენთვის საზიანო პირობები.


უკანონოდ გაგათავისუფლეს?

კანონი თქვენს მხარესაა! 

მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შეზღუდული დრო გაქვთ საჩივრებისა და სარჩელის შესატანად. 

ნუ დაკავრგავთ თქვენს კუთვნილ კომპენსაციასა და განაცდურს. 

დავიწყოთ ბრძოლა თქვენი უფლებებისთვის ახლავე.


ბიზნესიც და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც, გარიგებებსა და ვალდებულებით სამართალზე დგას. ყოველ დღე, სახლიდან გასვლიდან, უკან დაბრუნებამდე უამრავ სამართლებრივ ხელშეკრულებას ვდებთ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. მაგრამ, ზოგიერთი ზეპირი თუ წერილობითი შეთანხმება (სესხის ხელშეკრულება, ნასყიდობა, იჯარის ხელშეკრულება, ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულება, ჩუქების ხელშეკრულება) მნიშვნელოვან უფლებებსა და მოვალეობებს წარმოშობს. როდესაც მეორე მხარე არღვევს პირობას, თქვენ გადგებათ ფინანსური ზარალი. 


ჩვენ მზად ვართ ერთი მხრივ დაგეხმაროთ სამომავლო დავების პრევენციში გამართული ხელშეკრულების შედგენით, ხოლო მეორე მხრივ უკვე დარღვეული უფლებების შემთხვევაში მზად ვართ დაგეხმაროთ მათი სასამართლო გზით აღდგენასა და კუთვნილი თანხის მიღებაში.


ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • ხელშეკრულებების მომზადება და ანალიზი: ინდივიდუალური ხელშეკრულებების (ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, იჯარა, სესხი, იპოთეკა, გირავნობა და ა.შ.) შედგენა, რომელიც მაქსიმალურად დააზღვევს თქვენს რისკებს. არსებული ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზა ფარული საფრთხეების გამოსავლენად.
  • ვალის დაბრუნება: სესხის ხელშეკრულებიდან, ხელნწერილიდან ან შემხვედრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ვალის ამოღება. სარჩელის მომზადება ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დასაკისრებად.
  • ზიანის ანაზღაურება: ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
  • ხელშეკრულების მოშლა ან ბათილობა: თუ ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ან შეიცავს კაბალურ (უსამართლო) პირობებს, ჩვენ დაგეხმარებით მის ბათილად ცნობაში და გადახდილი თანხის დაბრუნებაში.


არ მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებას ადვოკატის გარეშე! 

ერთმა არასწორად შედგენილმა პუნქტმა შეიძლება ათასობით ლარი დაგაკარგინოთ. 

ჩვენ შეგიმოწმებთ ხელშეკრულებას და დაგაზღვევთ საფრთხეებისგან.


სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ხშირად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელმაც შესაძლოა შეზღუდოს თქვენი უფლებები და გამოიწვიოს ზიანი. იქნება ეს უკანონო ადმინისტრაციული ჯარიმა, ლიცენზიაზე უარი თუ საკუთრების რეგისტრაცის შეჩერება - თქვენ გაქვთ უფლება, მოთხოვოთ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება აკეთოს ის, რაც მას სურს, ყველა ნაბიჯი მკაცრად, კანონითაა რეგულირებული, ჩვენ კი ვიცით, როგორ ვაიძულოთ მათ კანონის დაცვა.


ადმინისტრაციული სამართალი მკაცრად განსაზღვრულ ვადებს და სპეციფიურ პროცედურებს ეფუძნება. ჩვენ გთავაზობთ სრულ წარმომადგენლობას სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობაში და სასამართლო სამართალწარმოების პროცესში. ჩვენი მიზანია, თავიდან აგაცილოთ ბიუროკრატიული ბარიერები და სასამართლო დავები, მაგრამ თუ მაინც საჭირო გახდა ბოლომდე დავიცავთ თქვენს უფლებებს. 


ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • ადმინისტრაციული საჩივარი: სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან/და სასამართლოში;
  • ჯარიმების გაუქმება: საპატრულო პოლიცის, შემოსავლების სამსახურის, მერიის ზედამხედველობის სამსახურის ან სხვა ორგანოს მიერ დაკისრებული უკანონო ჯარიმების გასაჩივრება;
  • საჯარო რეესტრი: უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავები;
  • ლიცენზიები და ნებართვები: მშენებლობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ან სხვა საქმიანობისთვის საჭირო ნებართვის მოპოვებაში სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • ზიანის ანაზღაურება: სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.


დაარღვია სახელმწიფომ თქვენი უფლება? 

ადმინისტრაციული აქტის გასასაჩივრებლად ვადები ძალიან მცირეა, ზოგჯერ სულ რამდენიმე დღე ან 1 თვეა. 

ნუ დაკარგავ შენი უფლებების დაცვის შესაძლებლობას. 

მოგვმართეთ დღესვე.


მშენებლობა საქართველოში რთულ რეგულაციებსა და ჩახლართულ ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული. განაშენიანების გეგმები (გრგ, გდგ), ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (გაპი), პროექტის დამტკიცება, ნებართვის მიღება, ზონირების საკითხები, სამშენებლო უსაფრთხოება და შრომის უსაფრთხოება ხშირად პროექტის გაჩერების, მშენებლობის შეჩერების, დიდი ჯარიმების და ზოგჯერ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მიზეზი ხდება. მიწის ნაკვეთის შერჩევისას დაშვებულმა შეცდომამ კი, შეიძლება ათასობით ლარის ზიანი მოგიტანოთ. 


ჩვენ დაგეხმარებით მშენებლობის ყველა ეტაპზე - მიწის ნაკვეთის შერჩევიდან, შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე არსებულ ყველა იურიდიულ პროცესში.


მზად ვართ დავიცვათ როგორც დიველოპერების, ისე კერძო მესაკუთრეების ინტერესები. თუ თქვენ გსურთ ააშენოთ სახლი, შეუცვალოთ მიწას სტატუსი ან დააკანონოთ უკვე აშენებული ნაგებობა, ჩვენ დაგეხმარებით ბიუროკრატიულ ლაბირინთებში გზის გაკვლევაში, დავიცავთ თქვენს უფლებებს ადგილობრივი თვითმმართველობის და მაკონტროლებელ ორგანოებთან დავებში.


ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • მიწის ნაკვეთის შერჩევა: მიწის სამართლებრივი ანალიზი, სამშენებლო პოტენციალის და იურიდიული ბარიერების შესწავლა;
  • მშენებლობის ნებართვა: მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობა;
  • ზონირება და კოეფიციენტი: მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონების და განაშიანიანების კოეფიციენტის შესწავლა და ცვლილება;
  • გრგ და გდგ: განაშენიანების რეგულირების გეგმისა და განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადების პროცესში იურიდიული მხარდაჭერა;
  • უკანონო მშენებლობა: უკანონო ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ლეგალიზაციის სამართალწარმოებაში იურიდიული მხარდაჭერა;
  • ექსპლუატაციაში მიღება: დასრულებული შენობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესის იურიდიული უზრუნველყოფა;
  • სამშენებლო დავები: დავები სამშენებლო კომპანიებსა და კერძო მესაკუთრეებს შორის; საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მშენებლობის შეჩერება;
  • დაკისრებული ჯარიმები: სამშენებლო სამართალდარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრება.


გსურთ მშენებლობის დაწყება ან დაწყებული მშენებლობა არღვევს თქვენს უფლებებს ?

სამშენებლო რეგულაციები მუდმივად იცვლება, ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს პრაქტიკას 

და მზად ვართ დაგეხმაროთ უფლებების დაცვაში.


წარმატებული ბიზნესი იწყება კომპანიის სწორი სამართლებრივი ფორმის შერჩევითა და კარგად გაწერილი წესდებით. პარტნიორთა შორის დავები, საგადასახადო პრობლემები და მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია კომპანიის გაკოტრების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. ჩვენ გთავაზობთ სრულ კორპორატიულ მომსახურებას, რათა თქვენ არ მოგიწიოთ სამართლებრივ საკითხებზე დროის დახარჯვა და მხოლოდ ბიზნესის განვითარებაზე იფიქროთ.


ჩვენ გავხდებით თქვენი ბიზნესის სამართლებრივი პარტნიორები: მოვაგვარებთ კომპანიის დაფუძნების ბიუროკრატიულ რპოცედურებს, მოვამზადებთ ყველა საჭირო ხელშეკრულებას (შრომითი, მომსახურების, ნასყიდობის და ა.შ.) და დავიცავთ კომპანიის ინტერესებს ყველა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ურთიერთობაში და სასამართლოში. ჩვენი მთავარი მიზანია რისკების პრევენცია და ბიზნეს-პროცესების იურიდიული გამართულობა.


ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • იურიდიული პირის რეგისტრცია: შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება), სპს (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება), სს (სააქციო საზოგადოება), კოოპერატივის, ააიპ და სხვა რეგისტრაცია, წესდების მომზადება;
  • უცხოური ინვესტიცია: იურიდიული კვლევა, ბიზნეს გარემოს სამართლებრივი შეფასება და უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიის ფილიალის დაფუძნება;
  • პარტნიორთა შეთანხმება: წილების განაწილება, დივიდენდების გაცემის წესი და პარტნიორთა უფლებების დაცვა;
  • რეორგანიზაცია: კომპანიის რეორგანიზაცია, შერწყმა, გაყოფა ან ლიკვიდაცია;
  • კორპორატიული დავები: დავები პარტნიორებს/აქციონერებს შორის და დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხები;
  • Lეგალ Oუტსოურცინგ: კომპანიის სრული იურიდიული მომსახურება;
  • Lიტიგატიონ: სასამართლო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების მომსახურება;


დაიცავით თქვენი ბიზნესი და ინვესტიცია !

სწორად შეფასებული რისკები, დეტალურად გაწერილი წესდება და ხელშეკრულება

თქვენი ბიზნესის სტაბილურობის გარანტიაა.

ნუ ააგებთ ბიზნესს ფუნდამენტის გარეშე  !


საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ცხოვრების, მუშაობის და ინვესტირების უფლების მოპოვება ხშირად ბიუროკრატიულ ბარიერებთანაა დაკავშირებული. ჩვენ დაგეხმარებით საქართველოში ლეგალური სტატუსის (საერთაშორისო დაცვა, ლტოლვილის სტატუსი, ბინადრობის მოწმობა, მოქალაქეობა) მოპოვებაში და ვიზრუნებთ რომ თქვენ მშვიდად შეძლოთ ცხოვრება და საქმიანობა საქართველოში. ამისთვის გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას: იქნება ეს ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღება, შრომითი ბინადრობა თუ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ნატურალიზაციის, აღდგენის ან საგამონაკლისო წესით მინიჭების გზით. ასევე, ვიცავთ იმ პირთა უფლებებს, ვისაც უკანონოდ ეთქვა უარი სტატუსის მიღებაზე ან ემუქრებათ ქვეყნიდან გაძევება, დეპორტაცია.


ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • ბინადრობის მოწმობა: შრომითი, საინვესტიციო, მოკლევადიანი და მუდმივი ცხოვრების უფლების მოპოვება;
  • საქართველოს მოქალაქეობა: მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის მართვა;
  • უარის გასაჩივრება: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში;
  • ვიზები: სხვადასხვა კატეგორიის ვიზის მოპოვებაში იურიდიული დახმარება;
  • საერთაშორისო დაცვა: ლტოლვილის და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მოპოვებაში იურიდიული მხარდაჭერა;
  • დეპორტაცია: ქვეყნიდან გაძევების პროცესის შეჩერება და გასაჩივრება.


გსურთ ლეგალურად იცხოვროთ საქართველოში? 

ბინადრობის ან მოქალაქეობის მიღება რთული პროცედურაა, რომელიც სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. 

ჩვენ დაგეხმარებით ყველა საბუთის მომზადებასა და სტატუსის მოპოვებაში.